|
2022-12-15 13:44:15, 1124 ნახვა
პოლიტიკა
ნათელაშვილი ოპოზიციას - რატომ უმაგრებთ ზურგს უკვე გაკოტრებულ დიქტატორს - დროა, გაახაროთ ხალხი და დატოვოთ პარლამენტი
ბრძოლა ოლიგარქის დასამარცხებლად თავის დამაგვირგვინებელ სტადიაში შედის, - "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს "გლობალური ნეიტრალიზაციის" მოთხოვნით მიმართა. შალვა ნათელაშვილმა გამართულ ბრიფინგზე ასევე მოუწოდა ოპოზიციას, რომ დატოვონ საქართველოს პარლამენტი და ბრძოლა ქუჩაში, აქციებით განაგრძონ. "ბრძოლა ოლიგარქის დასამარცხებლად თავის დამაგვირგვინებელ სტადიაში შედის. გუშინ, ევროპის პარლამენტმა მოითხოვა ამ უზურპატორის დასანქცირება, ხოლო დღეს მივმართეთ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, რათა დააჩქაროს გლობალური ნეიტრალიზაცია - ფინანსური და ქონებრივი საქართველოს დიქტატორისა, რაც იქნება საახალწლოდ ყველაზე დიდი საჩუქარი ქართველი ხალხისთვის. მიკვირს, რატომ ზის ოპოზიცია დღემდე ე.წ საქართველოს პარლამენტში და რატომ უმაგრებს ზურგს უკვე გაკოტრებულ და ამოგდებულ, მსოფლიოდან დაბრაკულ დიქტატორს. მეგობრებო, დროა თქვენც გაახაროთ ქართველი ხალხი და დატოვოთ სამარცხვინო დანაშაულებრივი ორგანიზაცია. დავდგეთ გარეთ ხალხთან, შევქმნათ საყოველთაო წინააღმდეგობის ფრონტი, დავუძახოთ ხალხს ქუჩაში და უმოკლეს ვადაში რეჟიმი დაასრულებს არსებობას",- განაცხადა ნათელაშვილმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)