|
2022-12-13 22:23:35, 1362 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე სააკაშვილზე - თუ არ შეწყდება სიმულაციური მოქმედებები, იძულებული ვიქნებით გარკვეული კადრები გავასაჯროვოთ
რა თქმა უნდა, სიმულციებთან გვაქვს საქმე, ეს თამამად უნდა ვთქვათ. მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე , თუმცა გარკვეული სიმულაციები არის. ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც არსებობს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მისივე თქმით,არსებობს დამადასტურებელი ვიდეო-მასალა,სადაც ასახულია თუ როგორ უშლიდა ხელს მიხელ სააკაშვილი ექიმებს პროფესიული საქმის შესრულებაში.მან დასძინა,რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის და ქვეყნის იმიჯის შესანარჩუნებლად თუ არ შეწყდება სიმულაციები გარკვეულ კადრებს გაასაჯაროვებენ. "რა თქმა უნდა, სიმულციებთან გვაქვს საქმე, ეს თამამად უნდა ვთქვათ. მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე , თუმცა გარკვეული სიმულაციები არის. ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც არსებობს. ჩვენ აქამდე შეგნებულად ვიკავებდით თავს მსგავსი საუბრისგან, ყოველთვის მოვუწოდებდით მას რომ დამორჩილებოდა ექიმების თხოვნას, ჩაეტარებინა სრულფასოვანი მკურნალობა, ხელი შეეწყო, როგორც მას, ასევე, მის გარემოცვასაც მკურნალი ექიმებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, თამამად უნდა ითქვას, რომ სრულფასოვან მკურნალობას ვერ ვხედავთ, სიმულაციებს აქვს ადგილი. რა თქმა უნდა არსებობს დამადასტურებელი მასალა, ასეთი არის ვიდეო-მასალა. ეს ვიდეო-მასალა ნათლად აჩვენებს, რომ ეს ადამიანი ხელს უშლიდა ექიმების საქმიანობას და ასევე, სასამართლოს საქმიანობას. ჩვენ ვერიდებით ამ ყველაფერზე საუბარს, მაგრამ თუკი მაღალი ინტერესი გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის უსაფრთხოება, სახელმწიფოს უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი და ასევე, იმის დადასტურება, რომ საქართველოში არავის აწამებენ, და საქართველოსგან არ უნდა შეიქმნას მტრის ხატი. თუ არ შეწყდება სიმულაციური მოქმედებები, იძულებული ვიქნებით გარკვეული კადრები გავასაჯროვოთ" - განაცხადა რატი ბრეგაძემ
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)