11:31 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-11 17:00:49, 3121 ნახვა

პოლიტიკა
TASS - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენას არ გამორიცხავს

რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებისა და მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს, - ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა განაცხადა.

როგორც გონჩარმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას თქვა, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუკი ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება.

"რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებს, თუ ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება - თბილისში არსებული პირობები ცნობილია - ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას", - განაცხადა დენის გონჩარმა.

ცნობისთვის, საქართველოში 2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები დროებით აეკრძალათ. ამავე დღიდან ძალაში ასევე შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიაკომპანიების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics