23:18 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-10 16:12:43, 1303 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18,9 მილიარდი ევრო გაყინა

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსი ოლიგარქებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18.9 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები გაყინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას deutsche well ავრცელებს.

მათი ცნობით, ყველაზე მეტი - 3.5 მილიარდი ევრო ბელგიამ დააყადაღა, მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი 2,5 მილიარდით და გერმანია 2,2 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული აქტივებით.

სიაში მოხვდა ასევე მალტაც, ქვეყანა, სადაც მოქმედებს საკამათო "ოქროს პასპორტის" სქემა მდიდარი ინვესტორებისთვის, მათ შორის რუსებისთვის, სადაც 146 558 ევროა დაბლოკილი. სიაშია ასევე საბერძნეთი 212 201 ევროთი.

აღსანიშნავია, რომ აქტივების გაყინვას და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას, საერთო ჯამში, 1241 ფიზიკური პირი და 118 ორგანიზაცია ექვემდებარება უკრაინის კონფლიქტში მათი როლის გამო.

ამასთან, როგორც მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ბრიუსელში ამ აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი აქტიურად განიხილება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics