13:07 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-10 11:11:10, 3153 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის პირველ მდივანს, კატალინ გერმანს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის პირველ მდივანს, კატალინ გერმანს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მათივე ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს თანამშრომლობისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის და პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მოგეხსენებათ, სახელმწიფოსთვის სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების და გარემოსდაცვითი მიმართულებების გაძლიერების ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ, ევროკავშირის და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ, თუმცა, გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია. ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ დარგის ეფექტიან რეფორმირებას და ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კატალინ გერმანის განცხადებით, ევროკავშირი, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, მხარს უჭერს ENPARD IV-ის ფარგლებში დასახული ამოცანების ეფექტიან შესრულებას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერების, კოოპერაციული მეურნეობების ხელშეწყობის და LEADER/CLLD მიდგომაზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობის საკითხებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics