11:30 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-09 13:41:08, 1369 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა - თუ ადამიანი სასამართლოზე არ მიგყავს, ჩრდ კორეაც არ ხარ, სტალინის ეპოქაზე უარესი ხდები

ხელისუფლება მალავს სააკაშვილს და არ უნდა მისი გამოჩენა, რადგან სულელი ამ ქვეყანაშია არავინ არ არის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

უგულავას თქმით, ის ფაქტი, რომ  ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოზე არ მიიყვანეს არის სირცხვილია და "სტალინის ეპოქაზე უარესი ხდები".

"ხელისუფლება უბრალოდ მალავს სააკაშვილს და არ უნდა მისი გამოჩენა, რომ საზოგადოებამ მისი სურათი ნახოს, რადგან სულელი ამ ქვეყანაშია არავინ არ არის და ავადმყოფ ადამიანს და ჯანმრთელის ადამიანის გარჩევა იცის ყველამ - პატარა და დიდმაც. ფაქტი არის, რომ ჩვენ გვაქვს უკვე ყველაფრის უგულებელყოფასთან საქმე, იმიტომ რომ დედამიწის ზურგზე - ბერია მიიყვანეს სასამართლოზე და საბჭოთა კავშირი არ აკეთებდა იმას,რომ ადამიანი სასამართლოზე არ მიეყვანათ, ეს არის სირცხვილია, თუ ადამიანი სასამართლოზე არ მიგყავს ჩრდილოეთ კორეაც არა ხარ, საბჭოთა კავშირი, სტალინის ეპოქაზე უარესი ხდები",- განაცხადა უგულავამ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი 14 დეკემბრისთვის გადადო

პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics