|
2022-12-09 12:16:35, 1196 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - პოლიტიკურმა ლიდერებმა თეთრი ხალათი ჩაიცვეს - ვიცით როგორ არის სააკაშვილიო, არადა დასკვნები წაკითხულიც კი არ ექნებათ
პოლიტიკურმა ლიდერებმა თეთრი ხალათი ჩაიცვეს და თქვეს, რომ ჩვენ ვიცით, როგორ არის პრეზიდენტი სააკაშვილი, არადა დასკვნები წაკითხულიც კი არ ექნებათ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა თქვა, ვლადიმერ პუტინის ნომერ პირველი მტერი ციხეში არ უნდა კვდებოდეს. "უამრავი შეფასება და მტკიცებულებაა, რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. კარგად უნდა გაიგოს საზოგადოებამ, როცა ჩვენ ევროკავშირის წევრობა გვინდა, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური დოვლათი გვინდა, გვინდა ქვეყნიდან ხალხი არ გარბოდეს. და თუ ევროკავშირში გვინდა, იქ პრეზიდენტებს წამებით არ კლავენ და ჯანდაცვის უფლების გარეშე პრეზიდენტები არ ჰყავთ. პუტინის ნომერ პირველი მტერი არ უნდა კვდებოდეს ციხეში", - უთხრა ხაბეიშვილმა "მთავარ არხს". შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ. სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული და მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა. მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თუ „ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ დააყენებენ შუამდგომლობას, რათა სასამართლო თავად მივიდეს კლინიკაში. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას და აქციას გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)