|
2022-12-08 14:58:44, 1435 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - უკრაინაში წასული მეომრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დისკუსიაც კი, ივანიშვილის რეჟიმის განაჩენია
უკრაინაში წასული მეომრებისთვის მოქალაეობის ჩამორთმევაზე დისკუსიაც კი, ივანიშვილის რეჟიმის განაჩენია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერიას თქმით, უცნობია, "ქართული ოცნება" რეალურად გადადგამს თუ არა ამ ნაბიჯს. „მე არ ვიცი და არ მგონია, ვინმემ ზუსტად იცოდეს, ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა ივანიშვილის რეჟიმი, რომ რეალურად ჩამოართვას მოქალაქეობა ადამიანებს, ვინც მაგალითს აძლევს ყველას, საკუთარი რწმენის, საქართველოს ინტერესებისა და თავისუფლების დასაცავად სიცოცხლის რისკზე წასვლით, მაგრამ თავისთავად ისიც კი, რომ ამაზე დისკუსია არსებობს და რომ ამ რეჟიმის ერთ-ერთი სპიკერი, პოლიტიკური არარაობა, ამ თემაზე პროაქტიულად საუბრობს, ეს უკვე განაჩენია იმ მრავალ განაჩენთან ერთად, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენ ქვეყანას გამოუტანა იმ სირცხვილით და ღალატით, რისი მოწმეებიც ვართ, შეიძლება ითქვას უკვე წლებია, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო თვეებია, რაც უკრაინაში აქტიური ფაზა დაიწყო ბოროტების იმპერიის კამპანიისა“, - ამბობს ბოკერია. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, უკრაინაში წასულ მეომრებს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)