|
2022-12-08 12:40:32, 1000 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე უკანონოდ დაშენებული სართულების დემონტაჟი განხორციელდება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ობიექტის მეპატრონე უკანონოდ დაშენებული სართულების დემონტაჟს განახორციელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ 2017 წლიდან აქტიურად მუშაობს. „უკანონო მშენებლობები მუნიციპალიტეტისთვის დიდი გამოწვევაა. 2017 წლიდან ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. შევცვალეთ რეგულაციები, გავზარდეთ ჯარიმები, მაგრამ ამ ყველაფერმა პრობლემა ვერ მოაგვარა. შემდეგ მივმართეთ საქართველოს პარლამენტს, რის შედეგადაც, მიღებულ იქნა სამშენებლო ამნისტია, რაც გულისხმობს 2020 წლის 18 აგვისტომდე, ნებართვის საფუძველზე დასრულებულ მშენებლობებზე ისეთი დარღვევების პატიებას, როგორიცაა: ფართობის გადამეტება, განაშენიანების კონტურის დარღვევა, „წითელი ხაზების“ დარღვევა, ფუნქციური ზონის დარღვევა და ა.შ. მომავალში დარღვევების თავიდან არიდების მიზნით, ახალი კანონმდებლობით დამძიმდა სანქციებიც. ცალკეულ შემთხვევებში, სამშენებლო სამუშაოების დარღვევების გამო, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემოვიდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართზე ნებართვა ოთხსართულიანი კომპლექსის მშენებლობაზე იყო გაცემული. „მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პროექტის დარღვევით წარმოებულ ობიექტთან დაკავშირებით. აქ, წლების წინ, არქიტექტურის სამსახურის მიერ გაიცა ოთხსართულიანი, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა, თუმცა, ორი სართული უნებართვოდ დააშენეს. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის რეაგირებისა და მოლაპარაკების შედეგად, მესაკუთრე უნებართვოდ დაშენებული სართულების დემონტაჟს აპირებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)