|
2022-12-07 22:19:49, 1453 ნახვა
პოლიტიკა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - სანქციების მე-9 პაკეტით ჩვენ ვაძლიერებთ ზეწოლას რუსეთზე
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დეტალურად ისაუბრა სანქციების ახალ პაკეტზე, რომლის დაწესებასაც ევროკავშირი აპირებს რუსეთის წინააღმდეგ. სანქციების სიაში კიდევ 200-მდე ფიზიკური და იურიდიული პირის შეყვანა იგეგმება, მათ შორის სამხედროები, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს დეპუტატები, მთავრობის წევრები, გუბერნატორები, ასევე პოლიტიკური პარტიები და საწარმოები. გარდა ამისა, სანქციების მეცხრე პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს აკრძალვებს უპილოტო საფრენი აპარატების რუსეთში ექსპორტზე და ინვესტიციებს რუსეთის სამთო მრეწველობაში. "რუსეთი აგრძელებს უკრაინისთვის სიკვდილის და განადგურების მოტანას,ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვაიძულებთ რუსეთს,რომ ამ სისასტიკისთვის გადაიხადოს. სანქციების არსებულმა 8 პაკეტმა რუსეთს დიდი დარტყმა მიაყენა, დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ზეწოლას რუსეთზე სანქციების მე-9 პაკეტით." , - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)