03:50 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 16:08:18, 1936 ნახვა

ომი უკრაინაში
СБУ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული ეკლესიების შემოწმებას აგრძელებს

უკრაინის უშიშროების სამსახური კონტრდაზვერვით სამუშაოებს ატარებს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ ეკლესიებში.

СБУ უსაფრთხოების ღონისძიებებს უკრაინის ეროვნულ პოლიციასა და ეროვნულ გვარდიასთან ერთად უკრაინის სამ რეგიონში: ჩერკასში, ვოლინსა და ხერსონში ატარებს.

კონტრდაზვერვითი სამუშაოების მიზანი რუსული სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობის აღმოჩენაა.

ეკლესიის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით, სამართალდამცავები ეპარქიების ტერიტორიებს იმისთვის ამოწმებენ, რომ გამოავლინონ პირები, რომლებიც შესაძლოა, ჩართული იყვნენ უკრაინის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო უკანონო საქმიანობაში.

ამასთან, როგორც ცნობილია, კრემლი აქტიურად იყენებს მის დაქვემდებარებულ უკრაინულ ეპარქიებს საკუთარი პროპაგანდის გავრცელებისა და პროვოკაციებისთვის.

შეგახსენებთ, რომ მანამდე სხვადასხვა ეპარქიებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, უკრაინულმა უსაფრთხოებამ კრემლისტური ლიტერატურა და რუსული რუბლები აღმოაჩინა.

აღსანიშნავია, რომ 2 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics