13:56 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-04 16:07:44, 1188 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი ხვალ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკთხთა კომიტეტი ხვალ, 5 დეკემბერს 15:30 საათზე ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს.(მომხსენებელი ანა წითლიძე)

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს შემდეგ კანონებში: "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ", "ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ", კანონი "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ".

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებს უნდა მიენიჭოთ იგივე სტატუსი, რაც აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულებს და მათმა ოჯახის წევრებმა ისარგებლონ იგივე სოციალური უპირატესობებით. კერძოდ: ერთჯერადი 100 000 ლარის ოდენობით დახმარება; გარდაცვლილთა გადმოსვენება და დაკრძალვა; საპენსიო უზრუნველყოფა; ოჯახის საყოფაცხოვრებო - კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლება; ასევე სხვა სოციალური გარანტიები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დღეს უკრაინაში მებრძოლი ქართველი გმირების სტატუსი საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრული არ არის.

საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს ვეტერანის სტატუსის განსაზღვრას იმ ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც იბრძვიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics