|
2022-12-04 12:00:28, 712 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან (Task Force on EVAWG) სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. შსს-ს ცნობით, მოწვეულ სტუმრებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში - ნიკო თათულაშვილმა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლის მოადგილემ - თამარ საბედაშვილმა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ოსაძემ ბოლო წლების განმავლობაში ამავე დეპარტამენტის მიერ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კი შეხვედრის მონაწილეებთან მსგავსი კატეგორიის ფაქტებზე სამართალწარმოებისას დაიდენტიფიცირებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ღონისძიებაში მონაწილეებმა, ასევე ინფორმაცია მიიღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი აქტივობებისა და სხვა, თემატური სამომავლო გეგმების შესახებ. აღნიშნული შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, შვედეთის მიერ მხარდაჭერილი გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში გაიმართა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) მრავალი წელია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა, სექსუალური შევიწროება და სხვ.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)