15:35 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 22:49:23, 1318 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი - არ ვარ დარწმუნებული, რომ „ქართულ ოცნებას" ევროპული ინტეგრაცია სურს

არ ვარ დარწმუნებული, რომ ქართულ ოცნებას" ან მთავრობაში მყოფ აქტორებს ნამდვილად სურთ ევროპული ინტეგრაცია - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანია ფორმულასთან"

კრამონის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ძალიან პროევროპულები და  დასავლეთისკენ ორიენტირებულნი არიან,მაგრამ მისი ღელვის საგანი ისაა,რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" არ არის ამის მომხრე.

"საბედნიეროდ, ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები ძალიან პროევროპულები, დასავლეთისკენ ორიენტირებული არიან. მათ სურთ, ნახონ, რომ ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის ნაწილია, რომ მთავრობა მიჰყვება ინტეგრაციის პროცესს, მაგრამ ჩემი ღელვის საგანი ისაა, რომ მმართველი პარტია ქართული ოცნება არ არის ამის მომხრე.

ისინი ცდილობენ აჩვენონ, რომ ჩვენ არ ვართ სანდოები, მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებენ ჩემზე, ჩემს კოლეგებზე და ცდილობენ ისე გამოიყვანონ, რომ ხალხი არ გვენდობა და არ არიან დარწმუნებული, სინამდვილეში რა გვინდა. გვაკავშირებენ ომის მომხრე კოალიციასთან, რაც ხალხს აშინებს, მაგრამ ჩვენ საპირისპიროს წარმოვადგენთ - გვინდა მშვიდობა, მრავალფეროვანი ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპაში. არ ვარ დარწმუნებული, რომ ქართულ ოცნებას ან მთავრობაში მყოფ აქტორებს ნამდვილად სურთ ევროპული ინტეგრაცია." - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics