|
2022-11-28 11:52:10, 832 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე დეოლიგარქიზაციის კანონზე - მგონი, ფურცლის ეკონომიას აკეთებს პაპუაშვილი და იმიტომ არ აგზავნის ვენეციის კომისიაში
ყველაფერს იგონებეს "ქართული ოცნება", რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში არ გაგზავნოს, მგონი, ფურცლის ეკონომიას აკეთებს შალვა პაპუაშვილი, სხვა არგუმენტი არ არსებობს,- ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" პროექტს იმიტომ არ აგზავნის, რომ ვენეციის კომისია მას ფართო კურსში შეხედავს და დაანახებს, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. „მიუხედავად მოწოდებისა ჩვენი ევროპელი პარტნიორების, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისარმა პირდაპირ თქვა, რომ გააგზავნეთ ვენეციის კომისიაში, "ქართული ოცნება" დაჟინებით ცდილობს ეს კანონი რაც შეიძლება მალე მიიღოს. რატომ აკეთებენ ამას? აკეთებენ მარტივი მიზეზით - მათ არ სურთ ვენეციის კომისიაში გაგზავნა, რადგან ვენეციის კომისია მარტო კანონზე არ ისაუბრებს, შეხედავს ამას ფართო კურსში, რაც პირდაპირ დაგვანახებს, რომ სიანმდვილეში ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, ყველაფერს იგონებეს "ქართული ოცნება" იმისთვის, რომ არ გაგზავნონ. მგონი, ფურცლის ეკონომიას აკეთებს შალვა პაპუაშვილი, სხვა არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა გაგზავნოს და რატომ უნდა მიებას უკრაინულ თემატიკას, რომელიც ომის მდგომარეობაშია. პირველ კურსზე ასწავლიან, რომ ადგილობრივი ნიშან თვისებების გათვალისწინების გარეშე კანონის კოპირება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა შედეგს იძლევა,"- ამბობს მანჯგალაძე. დღეს პარლმენტში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილება. შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭრა, ექვსი კი წინააღმდეგი იყო.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)