04:04 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 11:14:31, 1246 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელში ბელგია-მაროკოს საფეხბურთო მატჩს არეულობა მოჰყვა - პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენა

ბრიუსელში, მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგია-მაროკოს საფეხბურთო მატჩის შემდეგ არეულობა მოხდა. Reuters-ის ცნობით,  პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბელგიის ეროვნული ნაკრები მაროკოსთან დამარცხდა, დედაქალაქის ქუჩებში გულშემატკივრებმა მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს, ასობით პოლიციელმა კი, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ბრიუსელის მერმა, ფილიპ კლოზმა, რომელიც მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურა, მომხდარი დაგმო და განაცხადა, რომ პოლიციას ჩარევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მოუწია.

შემთხვევას ასევე გამოეხმაურა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც მთავრობას ცოტა ხნის წინ, საფეხბურთო მოედნებზე ხულიგნობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, კანონპროექტი შესთავაზა.

„სამწუხაროა იმის დანახვა, რომ რამდენიმე ადამიანი იყენებს სიტუაციას ბუნტის დასაწყებად. დიდი მადლობა ჩვენს საპოლიციო ძალებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ამის დასასრულებლად და ყველაფერს გააკეთებენ უახლოეს დღეებში, ამბოხებულთა იდენტიფიცირებისთვის", - თქვა ანელიეს ვერლინდენმა.

ცნობისთვის, გუშინ, 27 ნოემბერს კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, F ჯგუფის შეხვედრაში ბელგია მაროკოსთან, ანგარიშით 2:0 დამარცხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics