|
2022-11-27 15:16:31, 860 ნახვა
პოლიტიკა
კირკიტაძე - „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი რომ გახდე, მხოლოდ სურვილი სოლიდურად არ გამოიყურება
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი რომ გახდე, მინიმალური ფილტრი უკვე დადგენილი აქვს სამუშაო ჯგუფს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მხოლოდ სურვილის გამოხატვა სოლიდურად არ გამოიყურება და ელექტორალური ფასი ვის როგორი აქვს, თელავის მაჟორიტარული ოლქის შედეგებიშიც ჩანს. "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი რომ გახდე, მინიმალური ფილტრი უკვე დადგენილი აქვს სამუშაო ჯგუფს და არ გამოიყურება სოლიდურად მხოლოდ სურვილების გამოხატვა. ისე ძალიანაც ნუ გაიგიჟებთ თავს კარგად გვახსოვს ვინ ვინ დააბრუნა ოფისში თორემ ელექტორალური ფასი ვის როგორი აქვს, იხილეთ თელავის მაჟორიტარული ოლქის შედეგები 2020 ში",- წერს კირკიტაძე. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. ნიკა მელიას თქმით, კანდიდატების რაოდენობა კიდევ შემცირდება და საბოლოოდ, მხოლოდ ხაბეიშვილთან "იპაექრებს".
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)