|
2022-11-25 13:27:36, 1086 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს „ნაცების“ ნარატივში ჩაჯდეს - ადამიანი არის არაადეკვატურობა
ადამიანი არის რაღაც არაადეკვატურობა, - „ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. ზარქუა თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს მცდელობა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ნარატივში ჩაჯდეს და არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. "ბოლო დროს განსაკუთრებით ისეთ განცხადებებს აკეთებს ქალბატონი სალომე, მცდელობა აქვს რომ „ნაცების“ ნარატივში ჩაჯდეს. ადამიანი არის რაღაც არაადეკვატურობა, მეტი არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ მან თქვა არა და არასდროს, მე არ გამოვრიცხავ, ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს, რას იზამს. ქალბატონ სალომეს მართებს რომ ინსტიტუცია დაიცვას და როდესაც ასე შეურაცხყოფენ ამის შემდეგ ამ ჯგუფიდან, ვისგანაც ასეთი ნიაღვარი მოდიოდა მისი პიროვნების მიმართ, მერე ადგე და შეიწყალო მათი ბელადი - მე არ ვიცი",- განაცხადა ზარქუამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა დუმილი დაარღვია და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ დასკვნით დადასტურდა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა დაზიანებულია, მისი საზღვარგარეთ გადაყვანის გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. პრეზიდენტის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით ვარაუდი მას შემდეგ დაიწყო, რაც სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა, რომ კანონის თანახმად, შეწყალება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც "ყველაფერი დასრულდება, სააკაშვილს კი კვლავ ასამართლებენ".
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)