22:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 12:10:41, 1053 ნახვა

საზოგადოება
კლიმატის ახალი პოლიტიკის პირობებში კერძო სექტორის შესაძლებლობები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკური დოკუმენტების - ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2021-2030  წლის სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის და გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობის საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღინიშნა, რომ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კერძო სექტორის ჩართულობას. 

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი ალექსანდრე დარასი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი ესწრებოდნენ.

„კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა და აღნიშნულ გამოწვევასთან გამკლავებისთვის მნიშვნელოვანია ყველა სექტორის ჩართულობა. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს  კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების საკითხში კერძო სექტორის როლი მაქსიმალურად გაზარდოს”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, EU4Climate პროექტის ფარგლებში ჩატარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics