|
2022-11-24 18:17:53, 1131 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მადრიდში, სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) პრეზიდიუმის სხდომებში მონაწილეობს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე მადრიდში, ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) პრეზიდიუმის სხდომებში მონაწილეობს. პრეზიდიუმი ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, ევროპარლამენტის წევრებთან და საერთაშორისო სოციალისტთა (SI) გენერალური მდივნობის კანდიდატთან, ბენედიქტთა ლასთან ერთად გახსნა. პრეზიდიუმის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო სოციალისტთა (SI) მოქმედ თავმჯდომარესთან გეორგიოს პაპანდრეუსთან, ევროპარლამენტარებთან და ესპანეთის სოციალისტურ მუშათა პარტიის (PSOE) სხვადასხვა წარმომადგენელთან. "ქართული ოცნების“ ახალგზრდული ორგანიზაცია IUSY-ს პრეზიდიუმზე პირველადაა მიწვეული, რაც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ მშვიდობის კომიტეტის (PTN) შექმნას უკავშირდება. მშვიდობის კომიტეტის პირველ პროექტს საქართველომ მიმდინარე წლის სექტემბერში უმასპინძლა, რომლის შემდეგაც კომიტეტის სამომავლო საქმიანობის გეგმა განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ IUSY 100-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე ახალგაზრდულ პოლიტიკურ ორგანიზაციას აერთიანებს, რომელიც თავისმხრიგ საერთაშორისო სოციალისტთა წარმომადგენელი ორგანიზაციაა.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)