05:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 10:02:12, 1265 ნახვა

მსოფლიო
მედია - UNESCO-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა

UNESCO-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფრანს-პრესი" დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეტანაზე, ფაქტობრივად ვერ ფუნქციონირებდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

 

„მე მაქვს პატივი გაცნობოთ UNESCO-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მისიის დასრულების შესახებ“, - ნათქვამია ალექსანდრე კუზნეცოვმა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წევრებს წერილში, რომელსაც სააგენტო ავრცელებს. 

კუზნეცოვის გადადგომა კომიტეტს საშუალებას მისცემს სწრაფად დანიშნოს ახალი თავმჯდომარე და განაახლოს თავისი საქმიანობა, განუცხადა AFP-ს ერთ-ერთმა დიპლომატმა.

კომიტეტი ივნისში უნდა შეკრებილოყო ყაზანში, მაგრამ 46 ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, ბოიკოტი გამოუცხადეს ღონისძიებას. შეხვედრა უნდა განახლებულიყო UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ორგანიზაციის წესების მიხედვით, კომიტეტის გადამდგარი თავმჯდომარის შემცვლელს ანბანური თანმიმდევრობით წინას მიმდევარი ქვეყანა ნიშნავს, ამ შემთხვევაში, ეს არის საუდის არაბეთი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics