|
2022-11-23 19:31:07, 1182 ნახვა
პოლიტიკა
ხვიჩია - დეოლიგარქიზაციის უმოკლესი გზა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაა
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს დეოლიგარქიზაციის განხორციელების ამაზე მოკლე გზა მე არ მეგულება. - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისივე თქმით, ჩვენ ქვეყანაში ოლიგარქატი არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს ე.წ. მცირეთა მმართველობა. "ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს - დეოლიგარქიზაციის განხორციელების ამაზე მოკლე გზა მე არ მეგულება... ჩვენ ქვეყანაში ოლიგარქატი არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს ე.წ. მცირეთა მმართველობა. ჩვენ ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს. საქმე ბევრად უფრო პრობლემურად გვაქვს - პრობლემა ოლიგარქატში რომ იყოს, ამას ბევრად უფრო დადებით მოვლენად ჩავთვლიდი, რადგან მეცოდინებოდა, რომ ყველაფერი ერთი ადამიანის ინტერესზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მინიმუმ რამდენიმე ადამიანის ინტერესი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. რაც არ უნდა ბევრი ვიძახოთ, რომ ჩვენ ოლიგარქიას ვებრძვით, ეს სერიოზულად არ გამოიყურება, რადგან ჩვენ ოლიგარქიამდე არ მივსულვართ. ჩვენ ჯერ კიდევ ერთპიროვნული მმართველობის საფეხურზე ვდგავართ - ამას ვერ გავცდით და ვებრძვით ოლიგარქიას, რომელიც შემდეგი საფეხურია". - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)