|
2022-11-22 19:31:59, 975 ნახვა
პოლიტიკა
მედია - ირანში ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობის გამო, 40 უცხოეთის მოქალაქე დააკავეს
ირანში ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობის გამო, 40 უცხოეთის მოქალაქე დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე თქმით, ამ დროისთვის დაკავებულების ეროვნება არ საჯაროვდება. "ირანის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობის გამო, 40 უცხოეთის მოქალაქე დააკავეს, ამ დროისთვის დაკავებულების ეროვნება არ საჯაროვდება". - ნათქვამია განცხადებაში. ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც თეირანში მორალის პოლიციამ დააკავა ქურთი გოგონა მაჰსა ამინი. იგი ცემის შედეგად გარდაიცვალა. მიმდინარე დემონსტრაციები ირანის რეჟიმის ყველაზე დიდი გამოწვევაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. უფლებადამცველების ინფორმაციით, სულ მცირე 426 ადამიანი დაიღუპა და 17 400-ზე მეტი დააკავეს. ირანის ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს საპროტესტო აქციების მედიით გაშუქებას, ისევე როგორც ინტერნეტთან წვდომას, რაც ართულებს არეულობის დეტალების დადასტურებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)