07:07 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 11:17:51, 969 ნახვა

მსოფლიო
ირანში საპროტესტო აქციები ორ თვეზე მეტია არ წყდება

ირანში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ათასობით მგლოვიარე 16 წლის მოზარდის დაკრძალვაზე, რომელიც მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და მას "ირანის მოწამეს" უწოდებენ.

ერთი დღით ადრე, ქვეყნის დასავლეთში, ქალაქ ჯავანრუდში უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებისას ხუთი დემონსტრანტი დაიღუპა.

ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც თეირანში მორალის პოლიციამ დააკავა ქურთი გოგონა მაჰსა ამინი. იგი ცემის შედეგად გარდაიცვალა.

მიმდინარე დემონსტრაციები ირანის რეჟიმის ყველაზე დიდი გამოწვევაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. უფლებადამცველების ინფორმაციით, სულ მცირე 426 ადამიანი დაიღუპა და 17 400-ზე მეტი დააკავეს.

ირანის ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს საპროტესტო აქციების მედიით გაშუქებას, ისევე როგორც ინტერნეტთან წვდომას, რაც ართულებს არეულობის დეტალების დადასტურებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics