|
2022-11-21 23:31:46, 1090 ნახვა
პოლიტიკა
კრამერი - ამჟამად, სანქციების გარეშე საქართველო აშკარად არასწორი მიმართულებით მიდის
ამჟამად, სანქციების გარეშე საქართველო აშკარად არასწორი მიმართულებით მიდის. - ამის შესახენ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, დასანქცირება ბიძინა ივანიშვილით უნდა დაიწყოს და სანქციები უნდა დაუწესდეთ მათაც, ვინც ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებენ. "მე მინდა ძალიან კარგად განვმარტო, თუ რას ვგულისხმობ. მე არ ვგულისხმობ სანქციებს ქართველი ხალხზე, მე არ ვგულისხმობ სანქციებს სახელმწიფოზე. მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობ კონკრეტულ, მიზანმიმართულ, ინდივიდუალურ სანქციებს ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს არასწორი მიმართულებით მიუძღვებიან. ეს დაიწყება ბატონი ივანიშვილისგან, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ არ აკისრია ოფიციალური როლი მთავრობაში ან პარტიაში, არის ის ადამიანი რომელიც რეალურად აკონტროლებს ამ პროცესებს და ის ადამიანები, რომლებიც ასრულებენ მის ბრძანებებს, მათაც უნდა შეეხოთ სანქციები. თუმცა ნამდვილად დავიწყებდი ამ ყველაფერს ივანიშვილით... შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)