|
2022-11-21 19:43:20, 1532 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, უკრაინა აუცილებლად უნდა გახდეს NATO-ს და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი
გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, უკრაინა აუცილებლად უნდა გახდეს NATO-ს და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის ახლა მნიშვნელოვანი და დროული. "უკრაინამ შეძლო, გაეერთიანებინა ნატო და ევროკავშირი. ჩვენ მოვახდინეთ ჩვენ წინ არსებული ერთნაირი გამოწვევებისა და ღირებულების დემონსტრირება, მოგიწოდებთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ. ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოება არასდროს იქნება დაყოფილი და დასუსტებული. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რა გვემუქრება. ეს გვემუქრება ყველას. ჩვენ, არავის შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ ცხოვრება თავისუფლების გარეშე. ყველა ხედავთ, რა მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უკრაინას ჩვენი საზოგადოებების დაცვაში". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)