20:10 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 19:21:56, 1044 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ვალერი გელბახიანის განცხადებები არათუ რეალობასაა მოწყვეტილი, თავად სააკაშვილის ინტერესებსაც უპირისპირდება

ვალერი გელბახიანის განცხადებები არათუ რეალობასაა მოწყვეტილი, თავად სააკაშვილის ინტერესებსაც უპირისპირდება. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც იუსტიციის სამინისტრომ ბრალდებების საპასუხოდ კვალიფიციური ექსპერტიზის ჩატარების მზადყოფნა გამოთქვა.

„როგორ ჩანს, ვალერი გელბახიანმა სტრატეგია აირჩია, როცა არასერიოზულობით და სკანდალური განცხადებებით ყურადღების მიქცევას ცდილობს საკუთარ პერსონაზე, როგორც ადვოკატზე. მის მიერ გაკეთებული განცხადებები არათუ რეალობასაა მოწყვეტილი, არამედ თავად სააკაშვილის ინტერესებსაც გარკვეულ შემთხვევებში უპირისპირდება. იუსტიციის სამინისტრომ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ბრალდებების საპასუხოდ კვალიფიციური ექსპერტიზა ჩატარდეს. სწორედ ამის შემდეგ გააკეთა სააკაშვილმა განცხადება“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics