20:09 - 22 Jul, 2026
|
2022-11-21 15:29:54, 1505 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს აქვს პასუხისმგებლობა გაუწიოს მეტი მხარდაჭერა ისეთ პარტნიორებს, როგორიც საქართველოა - ხელაშვილი
იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს წევრებს აქვთ პასუხისმგებლობა გაუწიონ მეტი მხარდაჭერა ისეთ ახლო პარტნიორებს, როგორიც საქართველოა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ხელაშვილი ავრცელებს. როგორც ხელაშვილი Twitter-ზე წერს, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სამხედრო ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ახლახან განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე მადრიდში, რომ ნატო-ს წევრებს, გარდა იმისა, რომ პასუხისმგებელნი არიან ერთმანეთის დაცვაზე, ასევე აქვთ პასუხისმგებლობა გაუწიონ მეტი მხარდაჭერა ისეთ ახლო პარტნიორებს, როგორიც საქართველოა",- წერს ხელაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)