00:54 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-20 13:52:38, 1171 ნახვა

საზოგადოება
ფერმერის დღის ფარგლებში, ქართული აგროპროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ფერმერის დღის ფარგლებში ორგანიზებული ქართული აგროპროდუქციის გამოფენა დაათვალიერა.

„თითოეულ ფერმერს ვულოცავ დღევანდელი დღეს. ეს ადამიანები ბევრს შრომობენ, ქმნიან დოვლათს, აძლიერებენ საკუთარ ოჯახებსა და ქვეყნის ეკონომიკას. ფერმერის დღე სწორედ მათი და მათი საქმიანობის დაფასებისთვის არის დაწესებული. წლების განმავლობაში, ჩვენი მთავრობა აქტიურად ეხმარება ფერმერებს პირველადი წარმოების, გადამუშავების, მარკეტინგული ღონისძიებების, პროდუქციის რეალიზაციის განხორციელების მიმართულებებით. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძელით, რომ სოფლის მეურნეობაში, ყოველწლიურად, გვაქვს სულ უფრო მეტი წარმოება, მეტი ექსპორტი. კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის, მთავრობის მხრიდან ფერმერების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 

გამოფენა კამპანიის ,,მეტი ქართული ხარისხიანი პროდუქტი“ ფარგლებში მოეწყო და მასში სახელმწიფო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამებით მოსარგებლე სამოცამდე ფერმერმა მიიღო მონაწილეობა. 

გამოფენა-ბაზრობაზე ადგილობრივი წარმოების თაფლი, სუნელები, ჯემები, მურაბები, გამშრალი ხილი, ჩირი, ჩურჩხელა, ღვინო, ჭაჭა, ხორცპროდუქტი, ყველი, წვენი და მიკრო მწვანილი იყო წარმოდგენილი. 

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირთან (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით გაიმართა. საქართველოში ფერმერის დღე 2015 წლიდან აღინიშნება.

გამოფენა-ბაზრობა გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ (მე-6 პავილიონი) ტერიტორიაზე გაიმართა, რომელიც საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს. დღის ბოლოს, 18:00 სთ-ზე სასტუმროში „რუმსი“, წლის ფერმერის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics