00:54 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-20 12:20:12, 1081 ნახვა

საზოგადოება
მცხეთის სამხედრო ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

მცხეთაში, მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო ბაზაზე დაბა თიანეთისა და სტეფანწმინდის პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე მოეწყო.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსწავლეებს მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა კობა აბრამიშვილმა უმასპინძლა და ჯარისკაცების ცხოვრების პირობები გააცნო. სტუმრებს ბატალიონის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და სამხედრო ბაზის შესახებ ისტორია გააცნეს. 

სკოლის მოსწავლეებმა სამხედროების საცხოვრებელი პირობები და სპორტული კომპლექსი, ბრიგადის აღჭურვილობა და ტექნიკა დაათვალიერეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს. 

ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics