02:21 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 13:33:58, 1221 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩეხი სპეციალისტების ვიზიტი გაიმართა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის (UKZUZ) სპეციალისტების ვიზიტი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს განვითარებისა დასოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ჩეხმა კოლეგებმა მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში სწავლებები ჩაატარეს მიკოლოგიის, ენტომოლოგიის, ფიტოჰელმინთოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიებში. 
„ჩატარებული სწავლებები ეხებოდა პათოგენური სოკოების, მწერების, ნემატოდებისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით დიაგნოსტირებას. 

ჩეხი და ქართველი სპეციალისტები მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე ტყის მასივებში  იმყოფებოდნენ. მერქნოვან მცენარეთა ხმობის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, მოხდა ნიმუშების შეგროვება და ლაბორატორიულ პირობებში გამოკვლევა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამართულ სწავლებებს თბილისისა და ბათუმის ლაბორატორიის სპეციალისტები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics