02:21 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 15:13:07, 731 ნახვა

საზოგადოება
ხუციშვილი - ყველა იმ პროექტზე, რომელიც დაიწყება 2023 წელს და რომლის ღირებულება აღემატება 20 მილიონ ლარს, წინასწარი შეფასება განხორციელდება

ყველა იმ პროექტზე, რომელიც დაიწყება 2023 წელს და რომლის ღირებულება აღემატება 20 მილიონ ლარს, განხორციელდება წინასწარი შეფასება, რომელიც მოიცავს პროექტის როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალური ეფექტების წინასწარ განსაზღვრას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმაზე საუბრისას.

მისი თქმით, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში 2022 წლის ბოლომდე განახლდება საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგია.

„მეთოდოლოგია მოიცავს პროექტის წინასწარი შერჩევის, შეფასების, ბიუჯეტირების, განხორციელებისა და დასრულების შემდგომი შეფასების სრულ ციკლს. განახლებულ მეთოდოლოგიაში განისაზღვრება კონკრეტული კრიტერიუმები, თუ რომელ პროექტებზე იქნება სავალდებულო წინასწარი შეფასების განხორციელება. ბიუჯეტთან ერთად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, ყველა ახალ საინვესტიციო პროექტზე, რომელიც შეესაბამება განახლებული მეთოდოლოგიით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და აისახება ბიუჯეტის პროექტში, სავალდებულო ხდება წინასწარი შეფასების შედეგების წარდგენა ბიუჯეტთან ერთად", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი კაპიტალური ხარჯების ეფექტურობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics