|
2022-11-17 13:58:27, 654 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - აშშ-ს დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის „ენჯეოებზე“, დაფინანსდებიან თუ არა, თავად იდარდონ
აშშ-ს დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის "ენჯეოებზე", დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე იდარდონ "ენჯეოებმა", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს დაფინანსების საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის გზავნილს. კობახიძე საქართველოში არსებულ ვითარებაზე სენატორის განცხადებას უწოდებს უსამართლო კრიტიკას, რომელსაც მისი თქმით, ფასი არ აქვს. "აშშ-ს დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის "ენჯეოებზე", ამიტომ ეს ნაკლებად არის ჩვენთვის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი. ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა, რასაც ჩვენთვის ფასი ვერ ექნება. "ენჯეოები" დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე იდარდონ "ენჯეოებმა", - აცხადებს მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე. ცნობისთვის, სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოს დაფინანსებასა და ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. "რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა. ჩვენ კი, მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. მე ერთის მხრივ ვამტკიცებ, რომ შესაძლოა, ეს დახმარება საქართველოს ქცევას უნდა დავუკავშიროთ და ამ ქცევაზე იყოს მიბმული, დამოკიდებული. სახელმწიფო დეპარტამენტისა და პალატის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების ბოლო რაუნდში დამიმტკიცეს, რომ ამის გაკეთება, შესაძლოა, კარგი არ ყოფილიყო. მაგრამ, მგონი უნდა ვიფიქროთ, ხომ არ არის დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით", - განაცხადა სენატორმა.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)