15:53 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 10:09:59, 1622 ნახვა

ომი უკრაინაში
ხერსონის ოლქში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

ხერსონის ოლქში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს,- ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ "United News"-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში წამებულთა ექსჰუმაცია უკვე მიმდინარეობს.

„ჩვენ ვიპოვეთ 63 ნაწამები ცხედარი ხერსონის ოლქში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძებნა ახლახან დაიწყო“,- განაცხადა მონასტირსკიმ.

მისივე თქმით, ომის დანაშაულების მოტივით 436 საქმე აღიძრა.

„საერთო ჯამში, 436 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ომის დანაშაულების მოტივით“, - დასძინა მონასტირსკიმ.

გარდა ამისა, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ განთავისუფლებულ ქალაქ ხერსონში დამპყრობელთა კიდევ ერთი „წამების საკანი“ აღმოაჩინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics