15:54 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 23:09:01, 1650 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი - ქვეყანა უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას საკუთარ ტერიტორიაზე აპირებს

ქვეყანა უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას საკუთარ ტერიტორიაზე აპირებს. - ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ განაცხადა.

მისივე თქმით,ქვეყანა „ევროკავშირის სამხედრო დახმარების“ სპეციალური პროგრამის ფარგლებში, მომავალ წელს ოთხი ათასამდე უკრაინელ სამხედროს მიიღებს.

"ჩეხეთი უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას საკუთარ ტერიტორიაზე აპირებს, ქვეყანა „ევროკავშირის სამხედრო დახმარების“ სპეციალური პროგრამის ფარგლებში, მომავალ წელს ოთხი ათასამდე უკრაინელ სამხედროს მიიღებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.

პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics