23:16 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 20:29:49, 823 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ხაბეიშვილი და „ნაცმოძრაობა“ ფერი ფერს და მადლი ღმერთსო, მგონი, მათი ოლიგარქები მაგრად აშაყირებენ თავიანთ პარტიას

ხაბეიშვილი და „ნაცმოძრაობა“ ფერი ფერს და მადლი ღმერთსო, მგონი, მათი ოლიგარქები მაგრად აშაყირებენ თავიანთ პარტიას. - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის წარმომადგენლებს ფორმალურ ხელმძღვანელობაზე მოუწევთ კონკურენციის გაწევა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ხელმძღვანელი არც მელია ყოფილა და არც სხვა იქნება.

„როგორი სასაცილო ორგანიზაცია და პარტიაა „ნაცმოძრაობა“, ასეთივე ლიდერებს მოუწევთ მის ფორმალურ ხელმძღვანელობაზე კონკურენციის გაწევა. რეალური ხელმძღვანელი არც მელია ყოფილა და არც სხვა იქნება, ვისაც აირჩევენ. მიმდინარეობს გავლენების განაწილება, ნაძარცვი თანხების განკარგვის უფლების განაწილება, ეს არის მათი შიდა ბრძოლის საფუძველი. მგონი, მათი ოლიგარქები მაგრად აშაყირებენ თავიანთ პარტიას, უკვე ერთობიან, ისეთებს ასახელებენ თავმჯდომარეობის კანდიდატად“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს, მათ შოეის დღეს საკუთარი კანდიდატურა დაასახელა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics