00:03 - 23 Jul, 2026
|
2022-11-15 23:25:13, 1181 ნახვა
პოლიტიკა
ლატვიის თავდაცვის მინისტრი - რუსეთის კრიმინალურმა რეჟიმმა ისროლა რაკეტები ნატოს ტერიტორიაზეც
რუსეთის კრიმინალურმა რეჟიმმა ისროლა რაკეტები ნატოს ტერიტორიაზეც. - ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიქსმა განაცხადა. მისივე თქმით, ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს. "ვუსამძიმრებ ჩვენს პოლონელ ძმებს. რუსეთის კრიმინალურმა რეჟიმმა ისროლა რაკეტები, რომლებიც მიმართული იყო არა მხოლოდ უკრაინელ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, არამედ ნატოს ტერიტორიაზეც, რომელიც პოლონეთშიც დაეშვა. ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პოლონეთში, პრჟევოდოვში, ჰრუბიესოვის რაიონში, 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რამაც 2 ადამიანი იმსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)