|
2022-11-15 11:19:00, 1602 ნახვა
საზოგადოება
Google Pay, მარტივი და უსაფრთხო გადახდები ბაზისბანკის Mastercard-ით
ბაზისბანკი, დღეიდან, მარტივი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდების ინსტრუმენტის - Google Pay-ს მხარდაჭერას იწყებს, რომელიც სრულად ცვლის მობილურ გადახდებს და ხდის მას უფრო მარტივს და უსაფრთხოს, როგორც Android, ასევე WearOS მოწყობილობებზე. ბაზისბანკის Mastercard ბარათის მფლობელებს უკვე შეუძლიათ შეინახონ სადებეტო და საკრედიტო ბარათები Google Wallet ციფრულ საფულეში, რომელიც უკონტაქტო გადახდებს ნებისმიერ ადგილას ახორციელებს, სადაც ტერმინალით გადახდაა შესაძლებელი. Google Pay-ის გამოყენება დაფუძნებულია უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობაზე. როდესაც ბარათის მფლობელი ამატებს მას Google Wallet-ში, არ ხდება მისი შენახვა მოწყობილობაზე ან Wallet-ის სერვერებზე. ბაზისბანკის Mastercard ბარათით ანგარიშსწორებისას, გარიგება ხორციელდება ბარათის უნიკალური ნომრის გამოყენებით, რაც ასოცირდება უსაფრთხოების დინამიურ კოდთან და იცვლება თითოეული ტრანზაქციის დროს, რომელიც თაღლითობისგან დაცვის დამატებით დონეს უზრუნველყოფს. იმ შემთხვევაში, თუ Google Pay-ის მომხმარებლის მობილური ტელეფონი დაიკარგა ან მოიპარეს, "იპოვე ჩემი მოწყობილობის" მარტივი ფუნქციის გამოყენებით, ნებისმიერი ადგილიდან, მყისიერად დაიბლოკება მოწყობილობა. მომხმარებელს შეეძლება დაიცვას ახალი პაროლით ან სრულად გაასუფთავოს იგი პირადი ინფორმაციისგან. "Google Pay უზრუნველყოფს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გზას მომხმარებლებისთვის 45-ზე მეტ ქვეყანაში, რათა გადაიხადონ თავიანთი Android ტელეფონით ან WearOS მოწყობილობით. მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად დაამატონ თავიანთი სადებეტო და საკრედიტო ბარათები Google Wallet app-ში და იგრძნონ, რომ შენაძენის განხორციელებისას მათი ფინანსური ინფორმაცია დაცული და უსაფრთხოა." - განაცხადა Google Wallet-ის ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა, ჯენი ჩენგმა. „მოხარული ვარ, რომ დღეიდან ბაზისბანკის Mastercard ბარათების მფლობელები სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო საგადახდო სისტემა Google Pay-ით ისარგებლებენ. დღესდღეობით სმარტფონებს აქტიურად ვიყენებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას, ბარათის თან არქონის შემთხვევაში კი Google Pay-ით გადახდა ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა“ - აღნიშნა ბაზისბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა, ლევან გარდაბხაძემ. Google Pay-ის დაყენება მარტივია. ბაზისბანკის Mastercard ბარათის Google Pay-ით გამოყენების დასაწყებად, ჩამოტვირთეთ Google Wallet დღესვე Google Play Store- დან.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)