06:24 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 14:09:25, 1276 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში აბაშაში შეხვედრა გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, პროკურატურის წარმომადგენლებმა აბაშის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. 

პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მათი უფლებების  და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე,   საუბარი შეეხო ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა საჭიროებებს, მათთვის სპეციალური სერვისების მიწოდებას, სამართლებრივ დახმარებას და სამართალწარმოების პროცესში ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას. 

შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს და გენდერული სტერეოტიპების განხილვას. ასევე ხაზი გაესვა ფემიციდის პრევენციის კუთხით ერთობლივი მუშაობის გაძლიერების საჭიროებას.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო  ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების  დაცვის, მხარდაჭერის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესს.

პროკურატურის წარმომადგენლებმა მოისმინეს შეხვედრის მონაწილეების მოსაზრებები ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური დანაშაულის შესახებ, ისაუბრეს ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე; პროკურორებმა  მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხეს.

ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია  აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. 

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია. ამ მიზნით, პროკურორები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

#არაფემიციდს
#მკვლელობაისჯებამკაცრად
#შეაჩერეფემიციდი
#სიყვარულიარკლავს





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics