|
2022-11-09 18:31:27, 927 ნახვა
პოლიტიკა
გრეგოროვა - ის ხალხი, ვინც არაადეკვატურებს გვიწოდებს, საქართველოს საქმეს ურთულებს
ხალხი, ვინც მუდმივად გვაკრიტიკებს, არაადეკვატურებს გვიწოდებს, ისინი უბრალოდ საქმეს გვირთულებენ და საქართველოსაც ურთულებენ საქმეს. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ "მთავარ არხთან" განაცხადა. მისივე თქმით, ქართული ოცნება ან საქართველოს მთავრობა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანი. "ქართული ოცნება ან საქართველოს მთავრობა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანი. ჩვენ ვხვდებით ქართული ოცნების არაერთ წარმომადგენელს ბრიუსელში და მე მჯერა, რომ ისინი ნამდვილად პროევროპელები არიან და ნამდვილად სურთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნად იხილონ. თუმცა, ის ხალხი, ვინც მუდმივად გვაკრიტიკებს, არაადეკვატურებს გვიწოდებს და ასე შემდეგ, ისინი უბრალოდ საქმეს გვირთულებენ და საქართველოსაც ურთულებენ საქმეს. ამიტომ, მათ კარგად უნდა გაიაზრონ, სად დგანან სინამდვილეში. თუ ისინი რუსეთის მხარეს არიან, კეთილი, ასე იყოს, მაგრამ ასე შემთხვევაში გამოდის, რომ ევროკავშირის წევრობის მხარეს არ ყოფილან და მაშინ უნდა გაათავისუფლონ ადგილები ისეთი პოლიტიკოსებისთვის, ვინც მართლა პროევროპელია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)