11:17 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-05 14:53:32, 1362 ნახვა

მსოფლიო
ირანმა აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველად აღიარა, რომ ქვეყანამ რუსეთს დრონები მიაწოდა.

მისი მტკიცებით, ტრანსფერი ომის დაწყებამდე განხორციელდა.

"ჩვენ რუსეთს უპილოტო თვითმფრინავების შეზღუდული რაოდენობა მივეცით უკრაინის ომამდე თვეებით ადრე",- განაცხადა ამირაბდოლაჰაინმა

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ირანის ოფიციალური პირები უარყოფდნენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ქვეყანა რუსეთს იარაღს აწვდის. ამასთან, ირანის ელჩმა გაეროში ბრალდებებს "სრულიად უსაფუძვლო" უწოდა.

ამასთან, აშშ და მისი დასავლელი პარტნიორები ამბობდნენ, რომ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენების მტკიცებულებები არსებობს და  გაეროს გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics