10:09 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 16:58:46, 1169 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია ჩეხეთში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დელეგაცია, ზურაბ აზარაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის სოციალური დაცვის ადმინისტრაციაში, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები, ჩეხეთის სოციალური დაზღვევის სისტემებს გაეცნენ.

შეხვედრა შედგა, ჩეხეთის დასაქმების სააგენტოშიც, სადაც უწყების ორგანიზაციული სტრუქტურა განიხილეს. საუბარი შეეხო შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ხელშემწყობ მექანიზმებს. მხარეებმა ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ასევე ჩეხეთისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები იმყოფებიან. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics