11:25 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-01 15:55:44, 4511 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, ბარათაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ბიძინა ბარათაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

პროექტის შედეგად, 4 215 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. ამ დრომდე, აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა. 

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მიმდინარე წელს არაერთი ქუჩა მოწესრიგდა, სადაც მოსახლეობა წლების განმავლობაში გრუნტიანი გზით სარგებლობდა. ამჟამად, სამუშაოები დასრულდა ბარათაშვილის ქუჩაზე და მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას“,- განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
საგზაო სამუშაოები, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „სკინჩმა“ შეასრულა, რისთვისაც  ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics