00:57 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-01 09:31:48, 1551 ნახვა

ომი უკრაინაში
გაიდაი - უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის რეგიონში ცხრა დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის რეგიონში უკვე ცხრა დასახლება გაათავისუფლეს,- ამის შესახებ ლუგანსკის OVA-ს ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა. 

მისივე თქმით, ბელოგოროვკას რაიონები, ისევე როგორც სვატოვოსა და კრემენნაიას რაიონები, ცხელ ზონებად რჩება. მან აღნიშნა, რომ რუსები ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების განდევნას ბელოგოროვკადან.

"დღეს ცხრა დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. იმედი მაქვს, ჩვენი დამცველები ყოველ კვირას გაზრდიან ამ მაჩვენებელს", - დასძინა მან. 

სერგეი გაიდაიმ ასევე აღნიშნა, რომ დეოკუპაციის შემდეგ რეგიონების აღდგენას დაახლოებით შვიდი წელი დასჭირდება. გარკვეული სამუშაოების დაწყება მხოლოდ რეგიონის სრული განთავისუფლების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამავდროულად, ლუგანსკის რეგიონის ტერიტორიის სრულ განაღმვას შესაძლოა 10 წელი დასჭირდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics