14:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-01 09:14:43, 3043 ნახვა

მსოფლიო
რეზნიკოვი - დროა, მსოფლიომ რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი მიანიჭოს

დროა, მსოფლიომ რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი მიანიჭოს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

როგორც რეზნიკოვმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რუსეთთან მიმართებაში, მსოფლიო უნდა მოიქცეს ისე, როგორც ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი და ევროპის საპარლამენტო ასამბლეა მოიქცა.

„რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო-უპილოტო დარტყმებს განაგრძობს. მათ არ ერიდებათ, იყვნენ დე ფაქტო ტერორისტული სახელმწიფო. დროა, მსოფლიომ მიანიჭოს სათანადო სამართლებრივი სტატუსი და მოეპყრონ მას ისე, როგორც ეს გააკეთეს ლატვიამ, ესტონეთმა პოლონეთმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics