09:06 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 13:04:16, 1623 ნახვა

პოლიტიკა
ორბანი - ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში! ბრიუსელმა ის უკან მოიტოვა, ეს მიუღებელი და ამორალურია

მაშინ, როდესაც ევროკავშირმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო  მოლდოვასა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებით, ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.

ორბანი აღნიშნავს, რომ ბრუსელის ეს გადაწყვეტილება მიუღებელი და ამორალურია.

„მაშინ, როდესაც ევროკავშირმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო  მოლდოვასა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებით, ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა. ეს მიუღებელი და ამორალურია! ჩვენ გვჭირდება  საქართველო ევროკავშირში!",- წერს ვიქტორ ორბანი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უნგრეთში ვიზიტი 26 ოქტომბერს დაიწყო და გუშინ, 27 ოქტომბერს დასრულდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics