09:45 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 11:00:27, 986 ნახვა

პოლიტიკა
ბურჯანაძე - „ნაცმოძრაობაც“ ვერ შეცვლის „ოცნებას“ და ძალიანაც კარგი, რადგან არ ვემხრობი ერთპარტიულ მანდატს

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის მუშაობით უკმაყოფილოა, რადგან მიიჩნევს, რომ "ყველა ნაბიჯი, რაც დააკლდება ერთობას, ვერ შეცვლის რეალობას".

ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მმართველი პარტიის შეცვლას ვერ შეძლებს, თუმცა თავადაც კოალიციური ხელისუფლების მომხრეა.

"ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ნაბიჯები არასაკმარისია, რადგან ყველა ნაბიჯი, რაც დააკლდება ერთობას, ვერ შეცვლის რეალობას. დანარჩენი ყველაფერი იქნება ნახევრად ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას არც კოალიციურ მთავრობას და არც ხელისუფლების შეცვლას არ მოუტანს არც 2024 წელს და არც 2028 წელს თუ ასე გაგრძელდა. როცა დაინახავს ამას ოპოზიცია, მაშინ იქნება შედეგი. "ნაციონალური მოძრაობაც" ვერ შეცვლის "ქართულ ოცნებას" და ძალიანაც კარგი, რადგან არ ვემხრობი, არც ერთ შემთხვევაში რომელიმე ერთი პარტიის ერთი მანდატით მოსვლას კვლავ ხელისუფლებაში",- ამბობს ბურჯანაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics