09:46 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 18:41:48, 793 ნახვა

პოლიტიკა
„მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა საქართველოში“

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმაზე მუშაობს, რომელიც 2023 წლიდან წამლებზე რეფერენტული ფასების დადგენას გულისხმობს.
ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება.

აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები რეფორმაზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა რეფორმის მნიშვნელობასა და მისი ამოქმედების მექანიზმებზე ისაუბრეს, უპასუხეს სექტორის კითხვებს.

რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი  ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.
ცვლილების მიზანი წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და კეთილსინდისიერი მარკეტინგის უზრუნველყოფაა.
რეფერენტული ფასების მექანიზმის შემუშავების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.
დარგის სპეციალისტებთან მსგავსი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც იგეგმება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics