|
2022-10-26 11:31:20, 1268 ნახვა
სამართალი
შსს-მ 2002 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის ძებნილი პირი - 1975 წელს დაბადებული კ.ც. დააკავეს. იგი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა კ.ც.-მ 2002 წლის 4 სექტემბერს, ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.ტ.-ს სხეულზე 5 ჭრილობა მიაყენა, ხოლო მისმა თანმხლებმა კ.ვ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა ჯ.ზ., რის შემდეგაც ორივე პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი გ.ტ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, ხოლო ჯ.ზ. მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. კ.ვ. პოლიციამ 2004 წელს დააკავა. 2002 წელს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს წარმოებაში კ.ც.-ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმავე წლიდან მასზე ძებნა მიმდინარეობდა. დაკავებული კ.ც. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)