03:32 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 08:53:17, 1657 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი დნიპროზე განხორციელებულ თავდასხმაზე - შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი

შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მდინარე დნეპროზე რუსი ოკუპანტების თავდასხმას. 

მისი თქმით, უკრაინა ყოველდღე ებრძვის ტერორისტებს, რომლებიც კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავენ ქალაქებს და ანგრევენ უკრაინელების სიცოცხლესა და ბედს.

"დღეს მორიგი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ამის შედეგად დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის - ორსული ქალი. სამი მსხვერპლი საავადმყოფოში მოათავსეს. ჩვენ არასდროს ვაპატიებთ. ანგარიშსწორება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში 25 ოქტომბერს მიიტანეს. რუსული რაკეტის ფრაგმენტები ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურს დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

დაფიქსირდა ორი გარდაცვალების ფაქტი: ორსული ქალი დაიწვა მანქანაში, ხოლო ოპერატორი გარდაიცვალა ბენზინგასამართ სადგურთან მდებარე ავტოსამრეცხაოზე. ასევე ცნობილია სამი დაჭრილის შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics